ლიეტუვა კრიპტო კომპანიებთან დაკავშირებულ სამართლებრივ ნორმებს ამკაცრებს

0
575

ლიეტუვას რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტრო გეგმავს გაამკაცროს სამართლებრივი ნორმები ქვეყანაში მომუშავე კრიპტოვალუტასთან დაკავშირებულ ბიზნესზე.

ამის შესახებ ინფორმაციას The Baltic Times-ი ავრცელებს.

ინფორმაციის თანახმად, ქვეყნის ფინანსთა სამინისტრო მოითხოვოს მეტი სამართლებრივი ზომების მიღებას იმ კომპანიებისთვის, რომლებიც უკავშირდება კრიპტოვალუტის ბირჟებს, კრიპტო ოპერატორებსა და პირველად მონეტარულ შეთავაზებას, ICO-ს.

სამართლებრივი მოთხოვნების გამკაცრებით, ხელისუფლება ცდილობს, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ეფექტური პოლიტიკა გაატაროს. სამინისტროსთვის ასევე პრიორიტეტულია მომხმარებელთა დაცვის საკითხიც.

ახალი ცვლილებების თანახმად, კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული კომპანიები დარეგისტრირდებიან რეესტრთა ცენტრში და მათ ექნებათ იურიდიული პირის სტატუსი.

კომპანიებმა ასევე უნდა მიიღონ ზომები “ფულის გათეთრებისა და ტერორისტული დაფინანსების პრევენციის შესახებ” კანონის შესაბამისად. კრიპტო კომპანიებმა ასევე მკაცრად უნდა დაიცვან მომხმარებლის უსაფრთხოება.

კრიპტო ოპერატორები ასევე ვალდებულნი არიან 1.000 ევროს ფარგლებში მომსახურების გაწევამდე მომხმარებლის იდენთიფიკაცია მოახდინონ.

ამ საკითხთან დაკავშირებით საფინანსო-საბიუჯეტო პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე სიგიტას მითკაუსი აცხადებს, რომ ფინანსურ ოპერაციებზე ლიმიტების შემოღება ევროკავშირის ახალი დირექტივის ფარგლებში ხდება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი