კვირის შეჯამება: ფასების ანალიზი

0
488

ამ კვირაში ციფრული ვალუტების კურსმა ოდნავ დაიკლო.

ბიტკოინი

ბიტკოინის ფასი შემცირდა. კრიპტოვალუტის კურსი 10.000 დოლარის ნიშნულს ჩამოსცდა. თუმცა მალევე შესძლო პოზიციების დაბრუნება. ამჟამად, ბიტკოინის კურსი კვლავ 10.000 დოლარის ფარგლებში მოძრაობს.

თუკი ბიტკოინის კურსი შემცირდება მომდევნო სამიზნე ფასი 9.080 დოლარი იქნება. თუმცა ფასმა თუ კიდევ დაიკლო მოსალოდნელია, რომ ბიტკოინის ღირებულება 7.451 დოლარამდე დაეცეს.

გარდა ამისა, ანალიტიკოსები ბიტკოინის ფასის მატებასაც პროგნოზირებენ. ამ ეტაპზე კრიპტოვალუტის სამიზნე ფასი კვლავ 12.000 დოლარი რჩება.

ექსპერტები ტრეიდერებს ფასის მომატების დროს ურჩევენ ვაჭრობის დაწყებას.

ეთერიუმი

ეთერიუმი 192 აშშ დოლარის მხარდაჭერას ელოდება.

ამჟამად, ალტკოინის სამიზნე ფასი სწორედ 192 დოლარია. თუკი კრიპტოვალუტა ამ ნიშნულს დასძლევს მომდევნო ფასი 320 დოლარი იქნება.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩვენ, რომ ფასის ცვლილებას დაელოდონ და შემდეგ დაიწყონ ვაჭრობა.

რიპლი

რიპლის კურსი 0.27 დოლარის ფარგლებში მოძრაობს. თუკი რიპლის ფასი შემცირდება მომდევნო ნიშნული 0.25 დოლარი იქნება. თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ალტკოინის კურსი შემცირებას განაგრძობს მოსალოდნელი დონე 0.19 დოლარია.

ექსპერტები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ ფასის მატებას დაელოდონ და ისე განახორციელონ ვაჭრობა.

ბიტკოინ Cash-ი

ბიტკოინ Cash-ის ფასის მატება 360 დოლარზეა მოსალოდნელი. ამ ეტაპზე ალტკოინის კურსი 305 დოლარის ფარგლებში მოძრაობს. თუმცა, თუ ალტკოინის ფასი შემცირდება მოსალოდნელია, რომ კურსი 166 დოლარამდე შემცირდეს.

იმ შემთხვევაში, თუ ბიტკოინ Cash-ის ფასი ზრდის ტენდენციას აჩვენებს მოსალოდნელი დონე 428 დოლარია.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ 360 დოლარზე შეწყვიტონ ვაჭრობა. შემდეგ ფასის მატებას დაელოდონ და ისე განახროციელონ ვაჭრობა.

ლაიტკოინი

ლაიტკოინის ფასი 73 დოლარის ფარგლებში მოძრაობს. ფასის კლების შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ ალტკოინის კურსი 69 დოლარამდე დაეცეს.

ანალიტიკოსები ამ ეტაპზე ლაიტკოინზე ვაჭრობას არ რეკომენდირებენ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი