29 მარტს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

    სამშაბათს, 29 მარტს კრიპტოვალუტის ბაზარი წინა დღეების მონაცემებთან შედარებით დასტაბილურდა.

    მიუხედავად იმისა, რომ 27-28 მარტს ბიტკოინის კურსის ყველაზე მაღალი დონე 46,827-სა და 48,086 დოლარზე დაფიქსირდა, ვაჭრობა ორივე დღეს ფასის მნიშვნელოვანი ცვლილებით არ დახურულა.

    29 მარტს დღის პირველ ნახევარში ბიტკოინის ფასი 47,542 დოლარამდე მერყეობდა.

    ბოლო 24 საათის განმავლობაში ბიტკოინის ფასი მხოლოდ 0.87%-ით არის შემცირებული.

    ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ კვირის განმავლობაში ბიტკოინის კურსი 11.75%-ით გაიზარდა.

    რაც შეეხება ეთერიუმს: 29 მარტის დღის პირველ ნახევარში ალტკოინის კურსი 3.410 დოლარს შეადგენდა. მნიშვნელოვანია, რომ გუშინ ეთერიუმმა 3.400 დოლარის დონე საბოლოოდ გადალახა.

    ბოლო 24 საათის განმავლობაში ეთერიუმის ფასი მხოლოდ 0.12%-ით არის შემცირებული.

    კვირის განმავლობაში კი ალტკოინის კურსი დაახლოებით 14%-ით არის გაზრდილი.

    შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 29 მარტს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 2 ტრილიონ 140 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

    Leave a Reply

    Your email address will not be published. Required fields are marked *