8 მარტს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
495

პარასკევს, 8 მარტს კრიპტოვლუტების ბაზარი სტაბილურობას ინარჩუნებდა. უნდა აღინიშნოს, რომ ბაზარზე შემცირების ძალიან მცირე მაჩვენებლები დაფიქსირდა.

უმსხვილესი კრიპტოვალუტა ბიტკოინი უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში 0.5%-ით გაიზარდა. თუმცა ეს საკმარისი აღმოჩნდა, რომ ბიტკოინის ფასის ნიშნული 3.950 დოლარს მიახლოვებოდა.

მიუხედავად ამისა, დღის განმავლობაში ბიტკოინის ყველაზე დაბალი ფასი 3.875 დოლარზე დაფიქსირდა.

რაც შეეხება კაპიტალიზაციის მაჩვენებლით რიგით მეორე კრიპტოვალუტას: ეთერიუმის ფასი ბოლო 24 საათის განმავლობაში 0.06%-ით შემცირდა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ 0.06% კურსის მნიშვნელოვან ცვლილებას ვერ გამოიწვევდა.

გუშინ ეთერიუმის ფასის ნიშნული 138 დოლარს შეადგენდა.

უნდა აღინიშნოს კვირის განმავლობაში დაფიქსირებული ცვლილებები: 4 მარტს ეთერიუმის კურსი 125 დოლარამდე შემცირდა. 6 მარტს კი ალტკოინის ფასი 139 დოლარამდე გაიზარდა.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 8 მარტს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 134 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი