კვირის შეჯამება: ფასების ანალიზი

0
572

წინა კვირას ციფრული ვალუტის ბაზარი სტაბილურობით გამოირჩეოდა.

ბიტკოინი

ანალიტიკოსები ბიტკოინის კურსის მატებას ვარაუდობენ. ექსპერტების მოსაზრებით, თუკი ბიტკოინის ფასი გაიზრდება სამიზნე ნიშნული 11.000 დოლარი იქნება.

ამ ეტაპზე კრიპტოვალუტა 10.660 დოლარის ფარგლებში მოძრაობს.

მეორე მხრივ, თუ ბიტკოინის ფასი შემცირდა მოსალოდნელი დონე 10.137 დოლარი იქნება.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ ბიტკოინის ფასის მომატებისთანავე დაიწყონ ვაჭრობა.

ეთერიუმი

კურსის ზრდის შემთხვევაში ეთერიუმის სამიზნე ფასი 395 დოლარია. თუმცა ბოლო რამდენიმე დღეა ალტკოინის კურსი 350 დოლარის ფარგლებში მოძრაობს.

იმ შემთხვევაში, თუ ალტკოინის ფასი შემცირდა კრიპტოვალუტის კურსი შესაძლოა, 308 დოლარზე დაეცეს.

ფასის მატების შემთხვევაში კი მოსალოდნელია, რომ კურსი 400 დოლარამდე გაიზარდოს.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს მხოლოდ ფასის მომატების დროს ურჩევენ ვაჭრობის დაწყებას.

რიპლი

რიპლის ფასის ზრდის ნიშნად მიიჩნევა პოზიცია, როდესაც კურსი 0.25 დოლარის პოზიციაზე იქნება. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ფასი დავარდება კურსი შესაძლოა, 0.20 დოლარის დონეზე აღმოჩნდეს.

ფასის ზრდის დროს მოსალოდნელია, რომ რიპლი წინააღმდეგობას 0.27-სა და 0.30 დოლარს შორის შეხვდება.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ ფასის გამყარების შემდეგ დაიწყონ ვაჭრობა.

ბიტკოინ Cash-ი

ბიტკოინ Cash-ის ფასი 220 დოლარის ფარგლებში მერყეობს. თუკი ალტკოინის ფასი დაიწევს მაშინ შესაძლოა, ალტკოინის კურსი 200 დოლარზე დაფიქსირდეს.

თუმცა ანალიტიკოსები იმედს გამოთქვამენ, რომ ბიტკოინ Cash-ი ზრდას განაახლებს. 27 სექტემბერს კრიპტოვალუტის დონე 218 დოლარი იყო.

ანალიტიკოსები ფასის მატებისთანავე ვაჭრობას რეკომენდირებენ.

ლაიტკოინი

ლაიტკოინის ფასი მცირე რყევას განიცდის. თუკი კრიპტოვალუტამ ფასის მომატემა მოახერხა სამიზნე ნიშნული 49 დოლარია.

თუკი ლაიტკოინის კურსი ამ მაჩვენებელს დასძლევს მომდევნო ნიშნული 51 დოლარი იქნება.

თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ლაიტკოინის კურსი შემცირდება შესაძლოა, კრიპტოვალუტის ფასი 39 დოლარზეც კი დაფიქსირდეს.

ექსპერტები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ ლაიტკოინის ფასის მატებას დაელოდონ და შემდეგ განახორციელონ ვაჭრობა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი