ალტკოინების კურსი შემცირებულია

0
725

25 ივნისს ციფრული ვალუტების ფასები მცირე რყევას განიცდიდა.

გუშინ ბიტკოინ Cash-ზე ვაჭრობა 241 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ფასის ყველაზე მაღალი ნიშნული კი 245 დოლარს შეადგენდა. ალტკოინის ფასის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 231 დოლარზე დაფიქსირდა. დღის ბოლოს ბიტკოინ Cash-ზე ვაჭრობა კი 233 დოლარზე დაიხურა.

იმ შემთხვევაში, თუ კრიპტოვალუტის კურსი გაიზრდება მოსალოდნელია, რომ ფასმა 250 დოლარამდე მიაღწიოს. თუმცა, თუ ალტკოინის ფასი შემცირდა შესაძლოა, კურსმა 210 დოლარამდეც კი დაიკლოს.

ამჟამად, ალტკოინის კურსი 232 დოლარს შეადგენს. ბოლო 24 საათის განმავლობაში ფასი 0.11%-ით არის შემცირებული.

რაც შეეხება კაპიტალიზაციის მაჩვენებლით მეშვიდე ადგილზე მყოფ ლაიტკოინს: გუშინ ლაიტკოინზე ვაჭრობა მთელი დღის განმავლობაში 42-სა და 44 დოლარს შორის მიმდინარეობდა.

ფასის კიდევ უფრო ზრდის შემთხვევაში ლაიტკოინის მოსალოდნელი დონე 50 დოლარი იქნება. იმ შემთხვევაში, თუ კურსი დაეცემა მაშინ კრიპტოვალუტის ფასი 33 დოლარის ფარგლებში იმოძრავებს.

ამ ეტაპზე ლაიტკოინის კურსი კვლავ 42 დოლარს შეადგენს. უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში კი ლაიტკოინის ფასი 0.76%-ით არის შემცირებული.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი