10 ოქტომბერს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
613

ოთხშაბათს, 10 ოქტომბერს კრიპტოვალუტების ბაზარმა დაახლოებით ერთ საათში მკვეთრი ვარდნა განიცადა. ბიტკოინის კურსი 6.300 დოლარის ქვემოთ ჩამივიდა, ხოლო ეთერიუმის ფასი კი 200 დოლარის დონეს მიუახლოვდა.

მას შემდეგ, რაც 8 ოქტომბერს ბიტკოინის კური 6.600 დოლარამდე გაიზარდა გუშინ მოულოდნელად ფასი 6.300 დოლარამდე დაეცა. უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში კრიპტოვალუტის კურსი 4.65%-ით შემცირდა.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ბიტკოინის კურსი ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 3.36%-იან კლებას განიცდიდა.

რაც შეეხება ეთერიუმს: ბოლო 24 საათის განმავლობაში კრიპტოვალუტის კურსი 9.67%-ით შემცირდა. ასეთი შემცირების შემდეგ კრიპტოვალუტამ 225 დოლარაზე მოახერხა ფასის გაზრდა. თუმცა, დღევანდელი მონაცემებით ეთერიუმის კურსი კვლავ შემცირდა და ფასი 200 დოლარის დონეს ჩამოსცდა. ამასთანავე, თვის განმავლობაში ეთერიუმის დანაკარგი 12%-ს შედგენს.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 10 ოქტომბერს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 205 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი