პირველ ოქტომბერს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
921

ორშაბათს, პირველ ოქტომბერს კრიპტოვალუტის ბაზარი ოდნავ შემცირებას განიცდიდა.

ბიტკოინმა მთელი დღის განმავლობაში მხოლოდ ნახევარი პროცენტით დაიკლო და კრიპტოვალუტის ღირებულებამ დაახლოებით 6.550 დოლარი შეადგინა.

კვირის განმავლობაში ბიტკოინი 0.28%-ით არის შემცირებული, ხოლო კრიპტოვალუტის თვიური დანაკარგი 9%-ს შეადგენს.

რაც შეეხება ეთერიუმს: კრიპტოვალუტის კურსი დაახლოებით 1%-ით არის შემცირებული. გუშინ, ეთერიუმის ღირებულება 229 დოლარის ფარგლებში მერყეობდა. უნდა აღინიშნოს, რომ ეთერიუმის კურსმა ბოლო დღეების განმავლობაში 30 სექტემბერს მიაღწია ყველაზე მაღალ ნიშნულს, როდესაც კრიპტოვალუტის ფასი 235 დოლარს შეადგენდა.

ამასთანავე, გუშინ ეთერიუმის საბაზრო კაპიტალიზაციამ 23.4 მილიარდი დოლარი შეადგინა. კვირის განმავლობაში ეთერიუმმა 0.89%-ით იზარალა, ხოლო თვის განმავლობაში კრიპტოვალუტის დანაკარგი 22%-ია.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, პირველ ოქტომბერს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 221 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი