კვირის შეჯამება: ფასების ანალიზი

0
1748

კრიპტოვალუტების კურსმა ვარდნის შემდეგ ზრდა დაიწყო. ფასების გაუმჯობესება არამხოლოდ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, არამედ ახლაც გრძელდება.

ბიტკოინი

22 სექტემბერს ბიტკოინის დღის განმავლობაში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 6.831 დოლარი იყო. ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ თუკი ბიტკოინი ამ პოზიციას გაიმეორებს გარკვეული წინააღმდეგობებიც არის მოსალოდნელი.

თუკი კრიპტოვალუტამ შემცირების ტენდენცია აჩვენა მაშინ მოსალოდნელია, რომ ბიტკოინის კურსი 6.413 დოლარამდე დაეცეს. აქედან გამომდინარე, მოვაჭრეებს შეუძლიათ 5.900 დოლარზე პოზიციების შენარჩუნება.

ფასის ვარდნის შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ ბიტკოინის კურსმა 6.583-სა და 6.341 დოლარს შორის იმოძრაოს. ხოლო, თუკი ბიტკოინი ამ ნიშნულებსაც ჩასცდა მაშინ კრიპტოვალუტის კურსი 5.900-სა და 6.075 დოლარს შორის იმოძრავებს.

დადებითი პროგნოზის შემთხვევაში ექსპერტები ბიტკოინის კურსის გაზრდას 6.930 დოლარამდე ელოდებიან.

ეთერიუმი

ეთერიუმის კურსი ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში 200-მდე გაიზარდა. იმ შემთხვევაში თუ ეთერიუმის კურსი კიდევ უფრო მოიმატებს მოსალოდნელი ნიშნული 322 დოლარი იქნება. ანალიტიკოსები მოვაჭრეებს ურჩევენ, ფასის ზრდის შემთხვევაში განახორიციელონ ვაჭრობა. თუ ეთერიუმი 322 დოლარის ნიშნულს ასცდა მაშინ მოსალოდნელი დონე 255 დოლარი იქნება.

ხოლო, იმ შემთხვევაში თუკი კრიპტოვალუტა ფასის ვარდნის ტენდენციას აჩვენებს მაშინ მოსალოდნელია, რომ კურსმა 200-სა და 192 დოლარს შორის იმოძრაოს. თუმცა, თუ ეთერიუმმა ფასის კლება განაგრძო მოსალოდნელი დონე 167 დოლარი იქნება.

რიპლი

რიპლი რამოდენიმე დღის განმავლობაში 0.45-სა და 0.58 დოლარს შორის ვაჭრობდა. ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ რიპლის შეძენა მაშინ დაიწყონ, როდესაც კრიპტოვალუტის კურსი 0.58 დოლარზე იქნება დაფიქსირებული. აქვე აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი რიპლიმ დღის განმავლობაში მინიმუმ 4 საათის მანძილზე უნდა შეინარჩუნოს.

ექსპერტები ტრეიდერებს ასევე ურჩევენ, რომ რიპლიზე ვაჭრობა მაშინ შეწყვიტონ, როდესაც კრიპტოვალუტის ღირებულება 0.42 დოლარის ნიშნულამდე დაეცემა. ამ ეტაპზე კი რიპლის სამიზნე ფასი 0.76 დოლარს შეადგენს.

იმ შემთხვევაში თუ კრიპტოვალუტა 0.42 დოლარის დონეს დაარღვევს მოსალოდნელია, რომ ფასი 0.35 დოლარამდე დაეცეს. ხოლო თუ კიდევ შემცირდა მაშინ რიპლის ფასმა შესაძლოა 0.27 დოლარი შეადგინოს.

ბიტკოინ Cash-ი

უკანასკნელი ორი დღის განმავლობაში ბიტკოინ Cash-მა სხვა კრიპტოვალუტების მსგავსად ფასის მატება დაიწყო. ამ ეტაპზე კრიპტოვალუტის ფასი 536 დოლარს შეადგენს. თუმცა მოსალოდნელია, რომ კრიპტოვალუტის კურსმა 600-დან 660 დოლარს შორის იმოძრაოს.

თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ბიტკოინ Cash-ის ფასმა დაიკლო მოსალოდნელი დონე 408 დოლარი იქნება.

ზრდის ტენდენცია გაგრძელდება, როდესაც კრიპტოვალუტის კურსი 408 დოლარზე ქვემოთ აღმოჩნდება. ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ ვაჭრობა 400 დოლარზე შეწყვიტონ.

ლაიტკოინი

ლაიტკოინისთვის ამ ეტაპზე სამიზნე ფასი 89 დოლარია. ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ, როდესაც კრიპტოვალუტის კურსი 69 დოლარს ასცდება მაშინ განახორციელონ ვაჭრობა.

ამასთანავე, მოსალოდნელია, რომ ლაიტკოინის კურსი 54 დოლარამდე შემცირდეს. ამ დროს ანალიტიკოსები ვაჭრობას არ რეკომენდირებენ და ტრეიდერებს პოზიციების შენარჩუნებისკენ მოუწოდებენ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი