ექსპერტები: შესაძლოა, ბიტკოინმა კვლავ დაიბრუნოს პოზიციები

0
1527

ბიტკოინის კურსმა კვლავ უკან დახია. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ მათი ნეგატიური პროგნოზი გამართლდება და ციფრული ვალუტა 5.900-სა და 6.075 დოლარს შორის იმოძრავებს.

თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ბიტკოინის ფასი ამ შუალედში იმოძრავებს და კურსი კიდევ უფრო არ დაეცემა მაშინ ანალიტიკოსებს იმედი აქვთ, რომ ფასი 6.600 დოლარზე აიწევს.

თუმცა, თუ ექსპერტების ეს პროგნოზი არ გამართლდა ბიტკოინის კურსი 5.450-სა და 5.000 დოლარს შორის იმერყევებს.

იმის გათვალისწინებით, რომ ზრდის ტენდენცია უფრო მეტად არის მოსალოდნელი, ვიდრე კლების ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ ფასის ცვლილებას დაელოდონ და შემდეგ განახორციელონ ვაჭრობა.

ეთერიუმის კურსიც კვლავ შემცირდა. ბოლო სამი დღის განმავლობაში, როდაც კრიპტოვალუტის ფასი 200 დოლარის ნიშნულს ასცდა აშკარა კურსის ზრდის ტენდენცია შეინიშნებოდა.

ამასთანავე, ეთერიუმს ჰქონდა 203 დოლარზე მხადაჭერა. შემცირებული კურსის დროს მოსალოდნელია, რომ კრიპტოვალუტამ 203-სა და 183 დოლარს შორის იმოძრაოს.

ანალიტიკოსები ინვესტორებს ურჩევენ, რომ მომდევნო რამდენიმე დღის მანძილზე ეთერიუმის ყიდვისგან თავი შეიკავონ. ექსპერტების რჩევაა, რომ ტრეიდერები მხოლოდ ფასის ზრდის მიმართულებით ცვლილებას დაელოდონ და შემდეგ განახორციელონ ვაჭრობა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი