6 სექტემბერს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1629

ხუთშაბათს, 6 სექტემბერს კრიპტოვალუტების ბაზარი შემცირდა. ფასის კლება ბოლო 24 საათის განმავლობაში თითქმის ყველა კრიპტოვალუტამ განიცადა.

ბიტკოინის კურსი დაახლოებით 6.492 დოლარს შეადგენდა. გასული 24 საათის განმავლობაში კრიპტოვალუტის ფასი 6.32 დოლარით შემცირდა.

31 აგვისტოს ბიტკოინის კურსი 7.000 დოლარის ნიშნულს ასცდა. ხოლო 5 სექტემებრს მოულოდნელად დაეცა ფასი.

კვირის განმავლობაში ბიტკოინის ფასი 8%-ით არის შემცირებული. უნდა აღინიშნოს, რომ თვის განმავლობაშიც ანალოგიურია ფასის კლების მაჩვენებელი.

რაც შეეხება ეთერიუმს: გუშინდელი ფასის ვარდნის შემდეგ, ეთერიუმის კურსი 290 დოლარზე ქვემოთ დაეშვა. ეთერიუმის კურსი დაახლოებით 225 დოლარს შეადგენდა. კრიპტოვალუტის ფასი 24 საათის განმავლობაში 8%-ით შემცირდა.

ყოველკვირეულ ჩარტში, ეთერიუმის შემცირების მაჩვენებელი 21.8%-ია, ხოლო კრიპტოვალუტის თვიური ზარალი გაიზარდა და ის 44.8%-ს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის 6 სექტემბრის მონაცემების თანახმად, კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია 205 მილიარდ დოლარს შეადგენდა. ეს მაჩვენებელი წინა კვირას დაფიქსირებულ მაჩვენებელთან შედარებით 35 მილიარდი დოლარით არის შემცირებული. გასულ კვირას კრიპტოვალუტების კაპიტალიზაცია 240 მილიარდი დოლარის ფარგლებში მერყეობდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი