3 სექტემბერს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
661

ორშაბათს, 3 სექტემბერს კრიპტოვალუტების ბაზარი მცირედით გაიზარდა.

ბიტკოინის კურსი 7.225 დოლარის ნიშნულზე შეჩერდა, თუმცა დღის განმავლობაში მცირე დანაკარგებსაც ჰქონდა ადგილი.

31 აგვისტოს ბიტკოინის ფასმა 7.000 დოლარის დონე დაიკავა. ახლა ანალიტიკოსები საუბრობენ იმაზე, რომ კრიპტოვალუტის კურსმა 7.300 დოლარს უნდა მიაღწიოს.

უნდა აღნიშნოს, რომ ბიტკოინის ფასის გაუმჯობესების ინდექსი საკმაოდ ოპტიმისტურად გამოიყურება. კრიპტოვალუტის ყოველკვირეული მოგება 8.32%-ს შეადგენს, ხოლო თვის განმავლობაში დანაკარგი მხოლოდ 3.62%-ია.

რაც შეეხება ეთერიუმს: გუშინ, კრიპტოვალუტის ღირებულება დაახლოებით 287 დოლარს შეადგენდა. ეს ნიშნავს, რომ ეთერიუმის კურსი ბოლო 24 საათის განმავლობაში 2.27%-ით შემცირდა.

2 სექტემბერს, როდესაც კრიპტოვალუტის ღირებულება 298 დოლარს შეადგენდა ეს საკმაოდ ახლოს იყო 300 დოლარის ნიშნულთან. ექსპერტები ეთერიუმის კურსის ზრდასაც პროგნოზირებდნენ. თუმცა გუშინ კრიპტოვალუტის კურსი საგრძნობლად დაშორდა 300 დოლარის დონეს.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების მიხედვით, 3 სექტემბერს კრიპტოვალუტების ბაზრის მთლიანი კაპიტალიზაცია დაახლოებით 236.5 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი