კვირის შეჯამება: ფასების ანალიზი

0
623

კვირის განმავლობაში დაფიქსირდა, როგორც ფასების მატება ასევე, ციფრული ვალუტების კურსის რყევებიც.

ბიტკოინი

ბიტკოინი კურსის კლების დროს 6.250-დან 6.200 დოლარის ფარგლებში მერყეობდა. თუმცა შემდეგ კრიპტოვალუტამ მოახერხა ფასის მატება და საბოლოოდ კურსი 6.400 დოლარზე დაფიქსირდა.

იმ შემთხვევაში, თუ ბიტკოინის ფასმა ისევ დაიკლო მოსალოდნელია, რომ კრიპტოვალუტამ 5.450-სა და 5.000 დოლარს შორის იმოძრაოს. ასეთ დროს ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ 5.900 დოლარზე შეწყვიტონ ვაჭრობა.

თუმცა, თუ კრიპტოვალუტა 6.200 დოლარის ზღვარს არ ჩამოსცდება მაშინ ზრდის ტენდენცია მოსალოდნელია. ექსპერტები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ ფასის ზრდას დაელოდნ და ისე განახორციელონ ვაჭრობა.

ეთერიუმი

ამ ეტაპზე ეთერიუმის კურსი 200 დოლარის ნიშნულზე ზევით იმყოფება. თუკი ალტკოინის ფასი შემცირდება მოსალოდნელია, რომ კურსმა 200-სა და 188 დოლარს შორის იმოძრაოს.

თუმცა, თუ ეთერიუმის კურსი ფასის ზრდას შეძლებს მოსალოდნელია, რომ კრიპტოვალუტამ 225 დოლარის ნიშნული დაიკავოს. კრიპტოვალუტის ფასის ზრდის აშკარა ნიშანი იქნება, როდესაც ფასი 249 დოლარს მიაღწევს.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს ვაჭრობას ურჩევენ მანამდე სანამ ფასი 188 დოლარზე დაეცემა.

რიპლი

ამ ეტაპზე რიპლის კურსი 0.51 დოლარის ფარგლებში მოძრაობს.

თუკი ალტკოინის კურსი ზრდას განაგრძობს მოსალოდნელია, რომ ფასმა 0.56 დოლარის დონემდე აიწიოს. კრიპტოვალუტის ფასის ზრდის ტენდენციის პირველი ნიშანი იქნება, რომ რიპლის კურსი 0.62-სა და 0.76 დოლარს შორის იმოძრავებს.

მეორე მხირვ, თუ რიპლის ფასი დაეცემა მოსალოდნელია, რომ კრიპტოვალუტის კურსი 0.37 დოლარამდე დაეცეს.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ ფასის კლების შემთხვევაში 0.42 დოლარის ნიშნულზე შეწყვიტონ ვაჭრობა.

ბიტკოინ Cash-ი

ამჟამად, ბიტკოინ Cash-ის კურსი 536 დოლარია. ანალიტიკოსები ელოდებიან, რომ ალტკოინის კურსი 660 დოლარამდე გაიზრდება. ექსპერტების თქმით, ბიტკოინ Cash-ს აქვს ფასის ზრდის ტენდენცია.

იმ შემთხვევაში, თუ კრიპტოვალუტის კურსი არ გაიზრდება და შემცირებისკენ წავა მოსალოდნელია, რომ ფასი 400 დოლარამდე შემცირდეს.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ მხოლოდ ფასის ზრდის შემთხვევაში განახორციელონ ვაჭრობა.

ლაიტკოინი

ანალიტიკოსების თქმით, ლაიტკოინის კურსი 49-სა და 47 დოლარს შორის ფასის შენარჩუნებას ცდილობს. ამ ეტაპზე ალტკოინის კურსი 51 დოლარია.

ლაიტკოინის კურსის კლების ნიშანი იქნება, როდესაც კრიპტოვალუტის კურსი 47 დოლარზე დაბლა ჩამოვა.

ალტკოინის ფასის ზრდის ტენდენცია იქნება, როდესაც კრიპტოვალუტის კურსი 69 დოლარამდე გაიზრდება. ანალიტიკოსები ტრეიდერბს ურჩევენ, რომ ლაიტკოინის კურსის ზრდას დაელოდონ და შემდეგ დაიწყონ ვაჭრობა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი