საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები ერთობლივი ციფრული ვალუტის გამოშვებას გეგმავენ

0
719

არაბეთის საამიროების ცენტრალურმა ბანკმა და საუდის არაბეთის საფინანსო ორგანომ განაცხადეს, რომ ბანკებს შორის ტრანზაქციისთვის გამოსაყენებელ ციფრულ ვალუტას Aber-ს შექმნიან.

ბანკების ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ Aber-ის გამოყენება ლეჯერ ტექნოლოგიების გამოყენებით მოხდება.

ბანკები განმარტავენ, რომ ციფრული ვალუტის გამოშვება მიზნად ისახავს:

“…თანამედროვე ტექნოლოგიების და მათი შესაძლებლობების შესწავლას პრაქტიკული გამოყენების გზით. ასევე მნიშვნელოვანია საფინანსო სფეროზე მათი გავლენის შესწავლაც, რათა თავიდან იქნეს აცილებული რისკები. რაც შეეხება ხარჯებს, ისინი უნდა შემცირდეს”.

განცხადებაში საპილოტე პროგრამის თარიღი არ არის დასახელებული. თუმცა განცხადებაში ნათქვამია, რომ თუ ტექნიკური დაბრკოლებები არ შეიქმნება პროექტის განხორციელების თარიღი მალე გახდება ცნობილი.

ქვეყნების მთავრობებს მიაჩნია, რომ პროექტი წარმატებული იქნება, რადაგან მათი ცენტრალური საფინანსო სისტემები გამართულად მუშაობს. თუმცა იქვე აღნიშნავენ, რომ საერთაშორისო ფულადი გზავნილების ზოგიერთი ასპექტი შემდგომ განვითარებას საჭიროებს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, არაბეთის საამიროებსა და საუდის არაბეთს შორის შვიდპუნქტიანი გეგმა არსებობს, რომელთა შედგენა 17 იანვრიდან დაიწყო.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი