საფრანგეთსა და იტალიას კრიპტოვალუტის რეგულაციასთან დაკავშირებით განსხვავებული ხედვები აქვთ

0
1361

ევროპაში კრიპტოვალუტის რეგულირების საკითხი აქტუალურია. აქტუალობას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. პირველ რიგში ეს არის საფინანსო-სავაჭრო საკითხები, ხოლო უფრო მთავარი და მნიშვნელოვანი კრიპტოვალუტის მეშვეობით ტერორიზმის დაფინანსების საფრთხე არის.

საფრანგეთსა და გერმანიას კრიპტოვალუტის რეგულაციაზე შეთანხმებული პოზიცია აქვს. ორივე ქვეყანის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ კრიპტოვალუტა გლობალურ დონეზე უნდა დარეგულირდეს.

“აპრილში გასამართ G20 სამიტზე ჩვენ დისკუსია უნდა გვქონდეს ბიტკოინის საკითხთან დაკაშირებით. არსებობს სპეკულაციის რისკი. სამიტის დანარჩენ წევრებთან ერთად ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, შევისწავლოთ და ვნახოთ, თუ როგორ არის შესაძლებელი ბიტკოინის დარეგულირება”,- განაცხადა საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა ბრუნო ლე მეღმა.

რაც შეეხება იტალიას:

იტალიას გერმანიასა და საფრანგეთთან შედარებით ცოტა განსხვავებული პოზიცია აქვს. ცოტა ხნის წინ იტალიის ხელისუფლებამ ბრძანება გამოსცა, რომლის მიხედვითაც კრიპტოვალუტების კლასიფიცირება მოხდება.

ექსპერტები ფიქრობენ, რომ იტალიის ეს ნაბიჯი ბიტკოინის მიმართ კეთილგანწყობილი დამოკიდებულების მაჩვენებელია.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი