ესპანეთის ბანკების გაერთიანება Blockchain-ს კლიენტთა იდენტიფიკაციისათვის გამოიყენებს
მსხვილმა ესპანურმა საბანკო კონსორციუმმა Niuron-მა ოფიციალურად განაცხადა, რომ კონსორციუმი კლიენტის ციფრული საიდენტიფიკაციო შემოწმების მექანიზმს Blockchain-ის პლატფორმაზე განავითარებს. ბანკების ჯგუფი 2018 წლის ბოლოსთვის პლატფორმის შექმნას გეგმავს, რომლის მიზანიც Blockchain ტექნოლოგიაზე დაფუძნებული სისტემის ჩამოყალიბებაა. Niuron-ში მიიჩნევენ, რომ Blockchain-ის ახალი პლატფორმა გააუმჯობესებს ოპერაციების სიჩქარესა და თავიდან იქნება აცილებული თაღლითობას და ფულის გათეთრების შემთხვევები. გავრცელებული ინფორმაციით, პლატფორმა განკუთვნილია კლიენტებისთვის,…