მსხვილმა ესპანურმა საბანკო კონსორციუმმა Niuron-მა ოფიციალურად განაცხადა, რომ კონსორციუმი კლიენტის ციფრული საიდენტიფიკაციო შემოწმების მექანიზმს Blockchain-ის პლატფორმაზე განავითარებს.
ბანკების ჯგუფი 2018 წლის ბოლოსთვის პლატფორმის შექმნას გეგმავს, რომლის მიზანიც Blockchain ტექნოლოგიაზე დაფუძნებული სისტემის ჩამოყალიბებაა.
Niuron-ში მიიჩნევენ, რომ Blockchain-ის ახალი პლატფორმა გააუმჯობესებს ოპერაციების სიჩქარესა და თავიდან იქნება აცილებული თაღლითობას და ფულის გათეთრების შემთხვევები.
გავრცელებული ინფორმაციით, პლატფორმა განკუთვნილია კლიენტებისთვის, რათა შემცირდეს სარეგისტრაციო პროცესისთვის საჭირო დრო.
პლატფორმის შემუშავების შემდეგ, კლიენტთა მონაცემები გაიყოფა სხვადასხვა ბანკებსა და საფინანსო ინსტიტუტს შორის. ციფრული იდენტიფიკაციის გამარტივება შეესაბამისობაში მოდის ევროკავშირის საერთო მონაცემთა დაცვის რეგულაციის წესებსა და თანამედროვე უსაფრთხოების სტანდარტებთან.
შეგახსენებთ, რომ Niuron კონსორციუმი მოიცავს Abanca-ს, Bankia-ს, Caixabank-ს, Caixa Ontinyent-ს, Ibercaja-ს, Kutxabank-ს, Liberbank-ს, Unicaja Banco-სა და Cecabank-ს.
აქტივების კაპიტალიზაციის მიხედვით, 2017 წლის მონაცემების თანახმად, Caixabank-ი ესპანეთის მესამე უმსხვილესი ბანკია. Ibercaja, Kutxabank-ი და Abanca კი ქვეყნის 10 უმსხვილეს ბანკს შორის შედიან.