იაპონიის მარეგულირებელი წესებს ამკაცრებს

0
486

იაპონური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყნის მარეგულირებელი კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით არსებულ წესებს ამკაცრებს.

უნდა აღინიშნოს, რომ რეგულაციის გამკაცრება უსაფრთხოების საკითხს უკავშირდება.

სექტემბრის ბოლოს იაპონიის ფინანსური მომსახურების სააგენტომ, ქვეყნის მარეგულირებელმა განაცხადა, რომ უსაფრთხოების სისტემა კრიპტო სავაჭრო ოპერაციების დროს დამაკმაყოფილებლად არ გამოიყურებოდა.

ამიტომ სააგენტომ კონკრეტული მითითებები გამოსცა. მიუხედავად იმისა, რომ მითითება არ არის კანონი, მარეგულირებელი სავარაუდოდ აპირებს, რომ კრიპტო ვაჭრობა გარკვეული მიმართულებით მაინც შეზღუდოს.

ამავდროულად, კენჯი ფუჯიმაკი, რომელიც არის ფინანსური მომსახურების სააგენტოს საბჭოს ყოფილი წევრი აცხადებს, რომ მარეგულირებელმა ციფრული ვალუტის ინდუსტრიის განვითარებას ხელი უნდა შეუწყოს.

ხელშეწყობა კი გამოიხატება მაგალითად, ახალი დაბეგვრის სისტემის შემუშავებით. კენჯი ფუჯიმაკის თქმით, საჭიროა, რომ კრიპტოვალუტის დაბეგვრა 55%-დან 20%-მდე შემცირდეს.

შეგახსენებთ, რომ იაპონია კრიპტოვალუტის ერთ-ერთი წამყვანი ბაზარია. სექტემბრის დასაწყისში ინფორმაცია გავრცელდა, რომ ფინანსური სერვისების სააგენტომ კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული ბიზნესი ლიცენზირებულ საქმიანობად სცნო.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი