11 მარტს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

    რამდენიმე დღიანი ზრდის შემდეგ, პარასკევს, 11 მარტს, ციფრული ვალუტის ბაზარი შემცირდა. თუმცა კურსის შემცირება 10 მარტის საღამოდან დაიწყო. გუშინ ბიტკოინზე ვაჭრობა 39,437 დოლარზე დაიხურა.

    დღეს ბიტკოინის ფასი დაახლოებით 2%-იან კლებას განიცდის. კრიპტოვალუტის კურსი 38,740 დოლარის ფარგლებში მოძრაობს. უნდა აღინიშნოს, რომ ბიტკოინის კურსმა ამ თვეში ყველაზე მაღალი ნიშნული 2 მარტს აჩვენა. რა დროსაც ფასი 45,077 დოლარზე დაფიქსირდა.

    ამის შემდეგ კრიპტოვალუტის კურსი შემცირდა. ყველაზე დაბალი დონე კი 7 მარტს დაფიქსირდა. ამ დღეს ბიტკოინის ფასი 37,260 დოლარს შეადგენდა.

    ამ ეტაპზე ბიტკოინის საბაზრო წილი 42,5%, ხოლო ეთერიუმის – 17.7%-ია.

    რაც შეეხება კაპიტალიზაციით რიგით მეორე კრიპტოვალუტას: ბოლო 24 საათის განმავლობაში ეთერიუმის კურსი 1.04%-ით შემცირდა. ალტკოინის ღირებულება კი 2,566 დოლარის ფარგლებში მერყეობს.

    შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 11 მარტს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით ტრილიონ 732 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

    Leave a Reply

    Your email address will not be published. Required fields are marked *