ანალიტიკოსები: ჩრდილოეთ კორეის მხრიდან ჰაკერული კრიპტო შეტევები გაგრძელდება
ჩრდილოეთ კორეის მიერ მხარდაჭერილი კიბერშეტევები კრიპტოვალუტებსა და ტექნიკურ კომპანიებზე დროთა განმავლობაში უფრო დახვეწილი ხდება, რადგან ქვეყანა ებრძვის გახანგრძლივებულ ეკონომიკურ სანქციებს და რესურსების დეფიციტს. CIA-ს ყოფილმა ანალიტიკოსმა, სო კიმმა, ამის შესახებ CNN-თან ისაუბრა და განაცხადა, რომ რეჟიმისთვის საზღვარგარეთული კრიპტო შემოსავლის გენერირების პროცესი ჩრდილოეთ კორეელებისთვის ცხოვრების წესად იქცა. „რეჟიმთან დაკავშირებული გამოწვევების ფონზე სულ უფრო და უფრო ნაკლები…