Certi: ჰაკერული თავდასხმები საგრძნობლად არის გაზრდილი

0
1046

Web3-ი ტექნოლოგიის მიღება მსოფლიოში სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ამასთანავე, რაც უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება Web3-ით, მით უფრო აქტიურდებიან ჰაკერები.

2022 წლის მესამე კვარტალში ყველაზე მეტი ფიშინგის შემთხვევა დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ ჰაკერები “პოტენციური მსხვერპლების” მისაზიდად ძირითადად სოციალურ ქსელებს იყენებენ.

უსაფრთხოების კომპანია Certi-ს ანგარიშში გუნდმა 2022 წლის მეორე კვარტალში ფიშინგის შეტევების 170%-იანი ზრდა აღმოაჩინა. Certi-ს მონაცემებით, პირველ კვარტალში დაფიქსირდა 106 თავდასხმა, ხოლო შემდეგში – 290.

ანგარიშის თანახმად, ფიშინგური შეტევების უმეტესობა განხორციელდა სოციალურ პლატფორმებზე, როგორიცაა Discord-ი და Telegram-ი, რომლებსაც არ აქვთ ანგარიშის გადამოწმების ფუნქციები, მაგალითად ისე როგორც Twitter-ს.

უსაფრთხოების კომპანია Certi-მ აღნიშნა, რომ ამასთან საბრძოლველად ყველაზე საუკთესო გზა ადამიანების განათლებაა.

საზოგადოებისთვის იმ ინფორმაციის მიწოდება, თუ როგორ აირიდონ თავიდან ჰაკერები და სხვა თაღლითები საგრძნობლად შემაცირებს ფიშინგის მსხვერპლთა რაოდენობას.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი