კვირის შეჯამება: ფასების ანალიზი

0
568

ამ კვირაში კრიპტოვალუტის ბაზრის მონაცემები მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესებულა.

ბიტკოინი

18 და 19 ოქტომბერს ბიტკოინის ფასი 8.000 დოლარის ქვემოთ მოექცა. ანალიტიკოსების აზრით, თუკი კრიპტოვალუტამ კურსის შემცირება განაგრძო მოსალოდნელი ნიშნული 7.702 აშშ დოლარი იქნება.

თუმცა ფასმა შეიძლება კიდევ უფრო დაიკლოს. ბიტკოინის კურსის შემცირებისას მინიმალური დონე შესაძლოა, 5.333 დოლარი აღმოჩნდეს.

თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ბიტკოინის კურსმა ზრდა დაიწყო მოსალოდნელი დონე 8.777 დოლარი იქნება.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ ბიტკოინის ფასის მატებას დაელოდონ და შემდეგ დაიწყონ ვაჭრობა.

ეთერიუმი

ბოლო რამდენიმე დღეა ეთერიუმზე ვაჭრობა 170 დოლარის ფარგლებში სრულდება.

თუკი ალტკოინმა ფასის კლება განაგრძო მომდევნო ნიშნულები იქნება: 161, ხოლო შემდეგ 151 დოლარი.

თუკი ეთერიუმის კურსი შეიცვლება და ზრდის ტენდენციას დააფიქსირებს მოსალოდნელი დონეები ჯერ 196 შემდეგ კი, 235 დოლარი იქნება.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს პოზიციების შენარჩუნებას 160 დოლარზე ურჩევენ. ვაჭრობის გაგრძელება კი ფასის მომატების დროს არის რეკომენდირებული.

რიპლი

სხვა კრიპტოვალუტების მსგავსად, რიპლის ფასიც შემცირებულია. ბოლო ორი დღეა რიპლიზე ვაჭრობა 0.29 დოლარზე სრულდება. თუკი ციფრული ვალუტის კურსი მოიმატებს სამიზნე ნიშნული 0.34 დოლარია.

თუმცა ანალიტიკოსებს პოზიტიური პროგნოზის გაკეთება უჭირთ. უფრო მეტიც, შესაძლებელია, რომ რიპლის ფასი 0.24 დოლარზე აღმოჩნდეს.

ექსპერტები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ რიპლის ფასის მომატებას დაელოდონ და ისე დაიწყონ ვაჭრობა.

ბიტკოინ Cash-ი

ბიტკოინ Cash-ის ფასი ბოლო ორი დღეა 213 დოლარის ფარგლებში მოძრობს.

თუკი კრიპტოვალუტის კურსი შემცირდება მოსალოდნელი დონე 203 დოლარი იქნება. თუმცა, თუკი ალტკოინი ამ დონის ქვემოთ აღმოჩნდება შესაძლოა, ფასი 166 დოლარამდეც შემცირდეს.

თუმცა ფასის მომატების შემთხვევაში მოსალოდნელი დონე 236 დოლარი იქნება.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ ფასის მომატებას დაელოდონ და შემდეგ განახორციელონ სავაჭრო ოპერაციები.

ლაიტკოინი

ბოლო ორი დღის განმავლობაში ლაიტკოინის კურსის ნიშნული 54 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა. ფასის შემცირების შემთხვევაში შესაძლოა, კურსი 50 დოლარზეც კი აღმოჩნდეს.

იმ შემთხვევაში, თუკი ალტკოინი კურსის კლებას განაგრძობს მოსალოდნელია, რომ ლაიტკოინის ფასი 40 დოლარამდე შემცირდეს.

ამ ეტაპზე ანალიტიკოსები ვაჭრობას არ რეკომენდირებენ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი