კუბის ცენტრალურმა ბანკმა კრიპტოვალუტის ლიცენზირების სისტემა შემოიღო
იმ ნაბიჯის ფარგლებში, რომელიც პოტენციურად ხელს შეუწყობს კუბის ახალი ტექნოლოგიური ინდუსტრიის ზრდას, Banco Central de Cuba ციფრულ ვალუტებზე ლიცენზიის გაცემას დაიწყებს. ოფიციალურად გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ნებისმიერ მსურველს, ვისაც ციფრულ ვალუტებთან დაკავშირებული სერვისების მიწოდება სურს მომხმარებლებისათვის ჯერ კუბის ცენტრალური ბანკისაგან უნდა აიღოს ლიცენზია. „კუბის ცენტრალური ბანკი ლიცენზიის მოთხოვნის განხილვისას აფასებს ინიციატივის კანონიერებას, შესაძლებლობებსა და სოციალურ-ეკონომიკურ ინტერესს,…