ბიტკოინის კურსი 40.000 დოლარის დონეს მიუახლოვდა

0
896

ბოლო ორი დღის განმავლობაში ციფრული ვალუტების კურსი მერყევი იყო. გუშინ, კრიპტოვალუტის ბაზარი ზრდის ტენდენციას აფიქსირებდა, მაგრამ 2 მაისის მონაცემებით, ბიტკოინის ფასს მნიშვნელოვანი ცვლილება არ განუცდია.

გუშინ ბიტკოინის კურსი 40.000 დოლარის ნიშნულს მიუახლოვდა.

დღის განმავლობაში დაფიქსირებული ბიტკოინის ყველაზე მაღალი დონე კი 39,074-ს შეადგენდა. თუმცა კრიპტოვალუტამ 24 საათით ვერ შეძლო ამ მონაცემის შენარჩუნება.

2 მაისს, დღის ბოლოს, ბიტკოინის ფასის ნიშნული 38,529 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა.

რაც შეეხება ეთერიუმს: დღეს ალტკოინის კაპიტალიზაცია 344 მილიარდ დოლარს შეადგენდა. ბოლო მონაცემების მიხედვით, ეთერიუმის კურსი 2.785-სა და 2.874 დოლარს შორის მოძრაობდა.

კვირის განმავლობაში კი ეთერიუმის კურსის ნიშნული 2, 973-დან 2,727 დოლარამდე შემცირდა. უნდა აღინიშნოს, რომ 2,700-2800 დოლარი ეთერიუმისთვის ცუდი შედეგი არ არის.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 2 მაისს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით ტრილიონ 718 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი