იაპონიის ავიაკომპანია ბიტკოინის გადახდის საშუალებად გამოყენებას გეგმავს

0
983

იაპონიის ავიაკომპანია Peach Aviation-მა დაადასტურა, რომ კომპანიის გეგმა, რომელიც ბიტკოინს გადახდის საშულებად მოაზრებს, ამ ეტაპზე დროებით შეჩერებულია, თუმცა არა გაუქმებული.

Peach Aviation-მა 2017 წლის მაისში განაცხადა, რომ ავიაკომპანიის კლიენტებს ბიტკოინის გამოყენება წლის ბოლოსთვის შეეძლებოდათ. თუმცა, აღნიშნული საკითხი 2018 წლის მარტმადე გადაიდო. ავიაკომპანია პარტნიორობს კრიპტო სავაჭრო ბირჟა “BITPO-ს იაპონიისთან”.

იაპონურმა მედია საშულება NHK World-მა გასულ კვირას სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ Peach Aviation-ის ოფიციალური პირები ეჭვქვეშ აყენებენ კრიპტოვალუტის საიმედოობას. ეს მას შემდეგ, რაც Coincheck-იდან ჰაკერებმა 534 მილიონი დოლარი მოპარეს, რაც ერთ-ერთი მიზეზი იყო ციფრული ვალუტის კურსის რყევის.

“ჩვენს კომპანიაზე გავრცელებული ინფორმაცია ბიტკოინის გადახის საშულებად გამოყენების შესახებ არ შეეფერება იმ პოზიაციას, რომელიც ავიაკომპანიამ დააფიქსირა. ჩვენ ახლა ვიწყებთ გეგმის შემუშავებას, თუ როგორ შეიძლება წარვუდგინოთ კლიენტებს ახალი სერვისი”,-ნათქვამია ავიაკომპანიის ოფიცალურ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ Peach Aviation-ი პირველი ავიაკომანია არ არის, რომელსაც სურს, რომ კლიენტებმა ბილეთები ბიტკოინით შეიძინონ. 2017 წლის ივლისში ლატვიის ავიაკომპანია AirBaltic-მა ბიტკოინით გადახდის სერვისი შემოიღო.

ასევე, 5 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ სინგაპურის ავიახაზები 2018 წლის აგვისტოში Blockchain-ზე დაფუძნებულ აპლიკაციას წარადგენს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი