არიზონას შტატის სენატმა გადასახადების კრიპტოვალუტით გადახდის კანონპროექტი შეიმუშავა

0
2123

არიზონას შტატის სენატმა კანონპროექტი შეიმუშავა, რომლის თანახმადაც, შტატის მოსახლეობა სახელმწიფოსთვის გადასახადებს კრიპტოვალუტაში გადაიხდის.

კანონპროექტი 2018 წლის 10 იანვარს წარადგინეს და საფინანსო კომიტეტმა 24 იანვარს მიიღო. კანონპროექტი უკვე გადაეგზავნა არიზონას შტატის წარმომადგენელთა პალატას.

იმ შემთხვევაში თუ, კანონპროექტი დამტკიცდება არიზონა გახდება აშშ-ში პირველი შტატი, რომელიც გადასახადების მიღებას კრიპტოვალუტაში 2020 წლისათვის შეძლებს. კანონპროექტი საშუალებას მისცემს მოქალაქეებს გადასახადები გადაიხადონ ბიტკოინსა, ლაიტკოინში ან შტატის მიერ აღიარებულ ნებისმიერ სხვა კრიპტოვალუტაში, რომელიც peer-to-peer სისტემას იყენებს.

კანონპროექტის მიხედვით, არიზონას შტატის შემოსავლების დეპარტამენტი 24 საათის განმავლობაში მზად იქნება კრიპტოვალუტაში გადასახადების მისაღებად. თუმცა კანონპროექტი იმასაც ითვალისწინებს, რომ მოსახლეობას საპროცენტო შენატანებისა და ჯარიმების გადახდაც კი, შეეძლოს ციფრული ვალუტის საშუალებით.

“Blockchain-ი და ციფრულ ვალუტა არის მომავლის ტექნოლოგიები, ხოლო არიზონა მომავალში იქნება თანამედროვე ტექნოლოგიებზე ორიენტირებული შტატი”,- აღნიშნა კანონპროექტის ავტორმა ჯეფ ვენინგერმა.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის სექტემბერში ინტერნეტ-გამოცემა Cointelegraph-ი იტყობინებოდა, რომ შვეიცარიის ჩიასოს მუნიციპალიტეტი მოსახლეობას ბიტკოინით გადასახადების გადახდის საშუალებას მისცემდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი