თურქული ლირის გაუფასურების ფონზე ბიტკოინი სტაბილურობას ინარჩუნებს

0
661

თურქული ლირის გაუფასურების ფონზე ბიტკოინის არასტაბილურობის დონე დაბალია.

Bloomberg-ში გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნულია, რომ თურქეთის ეროვნული ვალუტის დევალვაციამ პიკს მიაღწია.

“აშშ-ს დოლართან შედარებით თურქული ლირის ასეთ მერყეობაში ბიტკოინი იყოს რაიმე სახით ამ ყველაფერში “დამნაშავე” გადაჭარბებული ნათქვამია”,-წერს Bloomberg-ი.

უნდა აღინიშნოს, რომ თურქეთში ბოლო პერიოდში ბიტკოინის მიმართ მომხმარებლის ინტერესი გაზრდილია. Google Trends-ის მონაცემებით, ბიტკოინის მიმართ ინტერესმა აგვისტოში მნიშვნელოვნად მოიმატა.

თურქი კანონმდებლები ამ ეტაპაბმდე თავს იაკავებენ კრიპტოვალუტის სტატუსის განსაზღვრისგან. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთის მთავრობამ ოფიციალური პოზიციამ გამოთქვა ბიტკოინის შესახებ და განაცხადა, რომ ციფრული ვალუტა შეუსაბამოა ისლამურ რელიგიასთან ადგილობრივ კრიპტოვალუტის ბირჟებს ბანკების სრული მხადაჭერა აქვთ.

ამის შესახებ Forbes-ი წერს.

უნდა აღინიშნოს, რომ ადგილობრივი კრიპტოვალუტის ბირჟები საკმაოდ არასტაბილურია. მაგალითად, ბირჟა BtcTurk-ზე ერთი ბიტკოინი 500 დოლარით მეტი ღირს უცხოურ ბირჟებთან შედარებით.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი