ვენესუელის მთავრობამ კრიპტოვალუტის შესახებ ახალი დადგენილება გამოაქვეყნა

0
454

ვენესუელის მთავრობამ გამოაქვეყნა ახალი დადგენილება, რომელიც კრიპტოკოვალუტით და უცხოური ვალუტის საგადასახადო წესებს ეხება.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, ყველა მოქალაქე, რომელიც კრიპტოვალუტით ან უცხოური ვალუტით სარგებლობს დღეიდან ვალდებულია, რომ გადასახადები ამავე ვალუტით გადაიხადოს და არა ვენესუელის ოფიციალური ვალუტა ბოლოვარით. ამასთან ერთად უნდა აღინიშნოს, რომ ბოლივარი უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში ჰიპერინფლაციას განიცდის.

ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის კრიპტოვალუტის გადასახადის ზუსტი განაკვეთები. განკარგულებაში ნათქვამია, რომ ვენესუელას საგადასახადო და საბაჟო გადასახადის გადამხდელთა მარეგულირებელი მალე მიიღებს მითითებებს და გაასაჯაროვებს ინფორმაციას, თუ როგორ უნდა მოხდეს საგადასახადოს დაფარვა.

თავის მხრივ, ადგილობრივი საბანკო სექტორის მარეგულირებელი შექმნის მარეგულირებელ სისტემას ქვეყნის ბანკებისთვის და სხვა საფინანსო ინსტიტუტებისთვის, რათა მათ ახალი ბრძანება შეასრულონ.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს რომ ქვეყნის ზოგიერთი მუნიციპალიტეტი, მაგალითად, ვარგასი და მარაკაიბო, უკვე აცხადებდნენ, რომ ეროვნულ კრიპტოვალუტა პეტროს დაბეგვრის სისტემაში გამოიყენებენ.

შეგახსენებთ, რომ 8 იანვარს ვენესუელას საგადასახადო ადმინისტრაციის მდივანმა ჟან კარლოს მარტინესმა განაცხადა, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კრიპტოვალუტის გამოყენება საგადასახადო მიზნით მინიმალურად მოხდება. მან ასევე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ პეტროს გაცვლა მხოლოდ აშშ დოლარსა და ბოლივარში შეიძლება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი