ვენესუელას ეროვნული კრიპტოვალუტით ქვეყნის ბანკებში საფინანსო ოპერაციები განხორციელდება

0
424

ვენესუელას პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ ქვეყნის ნომერ პირველი ბანკის, Banco de Venezuela-ს მიმართ ბრძანება გამოსცა. პრეზიდენტის ბრძანების თანახმად, ეროვნული კრიპტოვალუტა პეტროთი ბანკის ყველა ფილიალში საფინანსო ოპერაციები უნდა შესრულდეს.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ვენესუელას მოქალაქეების ინტერესი ბიტკოინის ყიდვის მიმართ ბოლო სამი თვის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა.

ვენესუელამ თავისი პირველი კრიპტოვალუტის ბუმი 2017 წლის დასაწყისში განიცადა, როდესაც რეკორდული რაოდენობა, 805 ბიტკოინი ერთ კვირაში გაიყიდა.

ამის შემდეგ, ვენესუელაში კრიპტოვალუტისადმი ინტერესი შემცირდა, რასაც მოჰყვა ვაჭრობის მოცულობის შემცირებაც.

თუმცა, Criptonoticias-ის ინფორმაციის თანახმად, 2018 წლის დასაწყისში, ვენესუელაში ბიტკოინში განხორციელებულმა ინვესტიციების რაოდენობამ მოიმატა.

ვენესუელური ბოლივარის მოცულობამ ბიტკოინით ვაჭრობაში მარტიდან აპრილის თვეში 138% შეადგინა. აპრილიდან მაისის თვეში კი ეს მაჩვენებელი 39%-ით გაიზარდა.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის დასაწყისში ვენესუელამ კრიპტოვალუტის რეგულაციის შესახებ ახალი კანონი მიიღო, რომლის თანახმადაც, კრიპტოვალუტას ლეგალური სტატუსი მიენიჭა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი