ეთერიუმის სამიზნე ფასი კვლავ 4.000 დოლარია

0
904

10 მაისს ეთერიუმმა 4,000 დოლარის დონე პირველად გადალახა. გუშინ კრიპტოვალუტის ფასის ნიშნული 4.100 დოლარის დონეზე დაფიქსირდა.

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ დღის ბოლომდე ეთერიუმმა ამ კურსის შენარჩუნება ვერ მოახერხა. ფასის ნიშნული 3.900-სა და 3.600 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა.

10 მაისს ეთერიუმზე ვაჭრობა 3.924 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ფასის ყველაზე მაღალი ნიშნული კი 4.197 დოლარს შეადგენდა. ყველაზე დაბალი დონე კი კვლავ 3.684 დოლარზე დაფიქსირდა.

დღის ბოლოს კი ეთერიუმზე ვაჭრობა 3.952 დოლარზე დაიხურა. კვირის განმავლობაში ალტკოინის ფასის მაჩვენებელი დაახლოებით 15.16%-ით გაიზარდა.

ალტკოინმა ზრდის ტენდენციის შენარჩუნება ვერ მოახერხა. ბოლო 24 საათის მანძილზე ეთერიუმის კურსი 4.26%-ით არის შემცირებული. ამ ეტაპზე ეთერიუმის ფასის ნიშნული კვლავ 3.900 დოლარის ფარგლებში მოძრაობს.

ანალიტიკოსების აზრით, კურსის ზრდის შემთხვევაში ეთერიუმის ფასის მომდევნო სამიზნე დონე კვლავ 4.000 დოლარია.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 11 მაისს ეთერიუმის მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 461 მილიარდ დოლარს შეადგენს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი