განას რესპუბლიკის ცენტრალური ბანკი ციფრულ ვალუტას გამოუშვებს

0
561

განას რესპუბლიკა აპირებს, რომ ციფრული ვალუტა შექმნას. ამ ეტაპზე ცენტრალური ბანკის მიერ ციფრული ვალუტის კვლევა მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაცია ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა დაადასტურა.

ერნესტ ედისონმა, რომელიც არის ეკონომისტი და განას რესპუბლიკის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი, განაცხადა, რომ მიმდინარეობს მუშაობა საპილოტე პროექტისთვის.

ეროვნული ბანკის 23-ე კონფერენციაზე, ერნესტ ედისონმა აღნიშნა, რომ ბანკის მიერ გამოსაშვები ციფრული ვალუტის პროექტი ქვეყნის განვითარებისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია.

თუმცა ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა არ აღნიშნა, დაეფუძნება თუ არა ციფრული ვალუტა Blockchain ტექნოლოგიას.

ქვეყნის მთავრობის ოფიციალური განაცხადების თანახმად, ციფრული ვალუტის გამოშვება საბანკო სექტორის გაციფრულებას და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას ემსახურება.

შეგახსენებთ, რომ ასევე აფრიკის კონტინენტზე მდებარე ზიმბაბვეს სარეზერვო ბანკი Blockchain ტექნოლოგიის შესწავლით არის დაკავებული, რათა შემდგომში ტექნოლოგია საბანკო სექტორსა და ბიზნეს პროცესებში ინტეგრირდეს.

ჰარარეში საბანკო სექტორთან გამართულ შეხვედრაზე საუბრისას სარეზერვო ბანკის აღმსასრულებელმა დირექტორმა ჯონ მანგუდიამ განაცხადა, რომ ბანკი დაინტერესებულია ამ ტექნოლოგიით.

მან განაცხადა, რომ ცენტრალური ბანკები მთელ რიგ ქვეყნებში, მათ შორის ჩინეთში, აშშ-ში, დიდ ბრიტანეთსა და სამხრეთ აფრიკაში, საბანკო საქმიანობაში Blockchain-ს აქტიურად იყენებენ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი