ვიზა-ბარათის შეზღუდული გადახდის სისტემა დეცენტრალიზებულ ქსელს საჭიროებს
ვიზა, ამერიკული მულტინაციონალური ფინანსური სერვისების კომპანია აცხადებს, რომ მათი ბარათები ბრიტანეთისა და ევროპის მასშტაბით შეფერხებით მუშაობს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. ვიზა, რომელიც დღეში 150 მილიონ ტრანზაქციას ახორციელებს, სერვისის შეფერხების შესახებ აღნიშნა, რომ კომპანია მალე გამოასწორებს პროცესს. ვიზა-ბარათთან შედარებით, ბიტკოინის დეცენტრალიზებული ქსელი ტრანზაქციების მხრივ, 2009 წლიდან გამართულად ფუნქციონირებს და აქამდე არანაირი სახის შეფერხება არ მომხდარა….