ვიზა, ამერიკული მულტინაციონალური ფინანსური სერვისების კომპანია აცხადებს, რომ მათი ბარათები ბრიტანეთისა და ევროპის მასშტაბით შეფერხებით მუშაობს.
ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
ვიზა, რომელიც დღეში 150 მილიონ ტრანზაქციას ახორციელებს, სერვისის შეფერხების შესახებ აღნიშნა, რომ კომპანია მალე გამოასწორებს პროცესს.
ვიზა-ბარათთან შედარებით, ბიტკოინის დეცენტრალიზებული ქსელი ტრანზაქციების მხრივ, 2009 წლიდან გამართულად ფუნქციონირებს და აქამდე არანაირი სახის შეფერხება არ მომხდარა.
გადახდის სისტემების მარეგულირებლის მიხედვით, გადარიცხვების მხრივ პრობლემა მხოლოდ ვიზა-ბარათებს ექმნება განსხვაებით, კრიპტოვალუტისგან.
ბერკლისა და ირლანდიის ბანკმა საკუთარ მომხმარებელს განუცხადა, რომ ბანკომატებიდან თანხა გამოეტანათ.
სხვა ბანკებმა, მათ შორის NatWest-ი და HSBC-იმ Twitter-ზე დაწერა, რომ პრობლემა არ შეხებია Mastercard-ის ოპერაციებს.
BBC-ის ინფორმაციის მიხედვით, სუპერმარკეტების ქსელმა Tesco-მ განაცხადა, რომ ვიზა-ბარათის პრობლემა კლიენტებზე გავლენას ახდენს უკონტაქტო გადახდის მხრივ.
ასევე, რაც შეეხება სუპერმარკეტების ფართო ქსელს, Sainsbury-სი აცხადებს, რომ ვიზა-ბარათებს აქვს გადახდის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემა.