Market

    Uprise-ი ინვესტორების კომპენსაციას გადასცემს

    სამხრეთ კორეის კრიპტო საინვესტიციო კომპანია Uprise-ი გეგმავს ინვესტორებს კომპენსაცია გადასცეს Luna Classic-ზე (LUNC) ფიუჩერსული კრიპტო პლატფორმის ნგრევის შემდეგ, რომელიც ასევე გაკოტრებულ Terra-ს ეკოსისტემაზე იქნა თავის დროზე დაშენებული. კორეული გაზეთი Soul Economic Daily იტყობინება, რომ Uprise-ი ღონისძიებებს ახორციელებს, რათა ანაზღაურდეს მომხმარებელთა მიერ მიყენებული ზარალის 40%. ეს ყველაფერი კი ხდება იმის ფონზე, რომ Uprise-მა მაისის თვეში, აღნიშნული…

    Read More

      Mercado Bitcoin-ი მექსიკაში ფილიალის გახსნას გეგმავს

      ბრაზილიური კრიპტო ბირჟა Mercado Bitcoin-მა შესაძლოა, ოპერირება მექსიკაში წელს დაიწყოს. ის ამჟამად მარეგულირებელი ორგანოების დამტკიცების მოლოდინშია. Mercado Bitcoin-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, რეინალდო რაბელომ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ კომპანია ელოდება მარეგულირებელ დამტკიცებას მექსიკაში ოპერირების დასაწყებად. გაფართოების დეტალები გაურკვეველია, მაგრამ რაბელომ აპრილში მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცადა, რომ კრიპტო ბირჟის შეძენა უფრო მარტივი გზა იყო ახალ ბაზარზე ოპერირების მისაღწევად…

      Read More

        ქეროლაინ ფამი SEC-თან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს

        აშშ-ს საქონლის ფიუჩერსების სავაჭრო კომისიის (CFTC) ხუთი კომისარიდან ერთ-ერთმა, ქეროლაინ ფამმა-მა, გამოთქვა შეშფოთება აშშ-ს ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიის (SEC) მიერ Coinbase-ის ყოფილი პროდუქტის მენეჯერის წინააღმდეგ წამოწყებული საქმის შესაძლო შედეგების შესახებ. კომისარმა ფამმა განაცხადა, რომ SEC-ის საჩივარს Coinbase-ის ყოფილი პროდუქტის მენეჯერის, ისან ვაჰის, მისი ძმის, ნიჰილ ვაჰისა და მისი პარტნიორი სამერ რამანის წინააღმდეგ, შეიძლება ჰქონდეს…

        Read More

          ალტკოინების ფასები გაზრდილია

          29 ივლისს ციფრული ვალუტების ფასები გაუმჯობესდა. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო რამდენიმე დღეა კრიპტოვალუტების ბაზარი მნიშვნელოვნად გაზრდილია. 29 ივლისს, დღის განმავლობაში ბიტკოინ Cash-ის კურსი 155 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა. გუშინ კი კრიპტოვალუტაზე ვაჭრობა 155 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ფასის ყველაზე მაღალი ნიშნული კი 163 დოლარს შეადგენდა. ალტკოინის ფასის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 148 დოლარზე დაფიქსირდა. დღის ბოლოს…

          Read More

            29 ივლისს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

            ბოლო რამდენიმე დღეა ციფრული ვალუტის ბაზარი ზრდას განიცდის. უნდა აღინიშნოს, რომ თითქმის ყველა კრიპტოვალუტის ფასმა საგრძნობლად მოიმატა. ამ ეტაპზე ბიტკოინის ფასი 23.845 დოლარის ფარგლებში მოძრაობს. ბოლო 24 საათის განმავლობაში კრიპტოვალუტის კურსის ნიშნული 2%-ით არის მომატებული. ანალიტიკოსების პროგნოზით, თუკი კრიპტოვალუტამ კურსის ზრდა განაგრძო მომდევნო დონე 24.300 დოლარი იქნება. რაც შეეხება ეთერიუმს: ალტკოინის კურსის ნიშნული 1,725 დოლარს…

            Read More