Uprise-ი ინვესტორების კომპენსაციას გადასცემს

0
927

სამხრეთ კორეის კრიპტო საინვესტიციო კომპანია Uprise-ი გეგმავს ინვესტორებს კომპენსაცია გადასცეს Luna Classic-ზე (LUNC) ფიუჩერსული კრიპტო პლატფორმის ნგრევის შემდეგ, რომელიც ასევე გაკოტრებულ Terra-ს ეკოსისტემაზე იქნა თავის დროზე დაშენებული.

კორეული გაზეთი Soul Economic Daily იტყობინება, რომ Uprise-ი ღონისძიებებს ახორციელებს, რათა ანაზღაურდეს მომხმარებელთა მიერ მიყენებული ზარალის 40%.

ეს ყველაფერი კი ხდება იმის ფონზე, რომ Uprise-მა მაისის თვეში, აღნიშნული სახსრების დეპონირების გამო თავისი აქტივების 99% დაკარგა.

„არსებული აქციონერების თანხმობის მიღების შემდეგ, კომპენსაციის პროცესი განხორციელდება“, – ნათქვამია Soul Economic Daily-ის სტატიაში.

Uprise-ის კლიენტების უმეტესობა მაღალი ღირებულების მქონე კორპორაციები არიან.

კომპენსაციის გეგმა გულისხმობს Uprise-ის აქციების გაცემას ინვესტორებისთვის კომპანიის შეფასების საფუძველზე გასული წლის C სერიის დაფინანსების შემდეგ. აღნიშნული აქცია კი Uprise-ის ფასს, დაახლოებით 213 მილიონი აშშ დოლარით (280 მილიარდი ვონი) განსაზღვრავს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი