უკრაინის საარჩევნო სისტემაში შესაძლოა, Blockchain-ი დაინერგოს
უკრაინის საარჩევნო კომისიის წევრმა რამდენიმე დღის წინ Facebook პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ მუშაობა მიმდინარეობდა NEM-ის Blockchain პილოტზე, რათა არჩევნებში ეს ტექნოლოგია ნელ-ნელა დაინერგოს. უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის სახელმწიფო რეესტრის ხელმძღვანელი ოლექსანდრ სტელმაკი კმაყოფილი დარჩა ტექნოლოგიის მიმდინარე ტესტირების პროცესით და დაწერა, რომ საარჩევნო სისტემაში Blockchain-ის დატესტვას აგრძელებენ. სტელმაკმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე კენჭისყრა ღიაა…