7 აგვისტოს ბიტკოინმა კურსის შემცირების ტენდენცია აჩვენა. CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, გუშინ, ბიტკოინზე ვაჭრობა 6.951 დოლარზე დაიხურა.
ამასთანავე, 7 აგვისტოს ბიტკოინის ფასი 7.118 დოლარი იყო, თუმცა დღის განმავლობაში კრიპტოვალუტის კურსმა 2.5%-ით დაიკლო და 7.000 დოლარის ზღვარზე გაჩერდა.
უნდა აღინიშნოს, რომ ბიტკოინის ფასი კვირის განმავლობაში 8%-ით, ხოლო თვის მანძილზე 9%-ით არის შემცირებული.
ამჟამად, ეთერიუმის ღირებულება 409 დოლარს შეადგენს. ეს ნიშნავს, რომ 24 საათის განმავლობაში კრიპტოვალუტის კურსი დაახლოებით 1%-ით გაუმჯობესდა. თუმცა მიუხედავად ამისა, კრიპტოვალუტის ფასი კვირის განმავლობაში 50 დოლარით არის შემცირებული.
ეთერიუმის კურსის შემცირების პროცენტულმა მაჩვენებელმა კი კვირის განმავლობაში 6% შეადგინა.
შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 7 აგვისტოს კრიპტოვალუტების მთლიანი ბაზრის კაპიტალიზაცია დაახლოებით 257 მილიარდ დოლარს შეადგენდა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ კრიპტოვალუტების საბაზრო კაპიტალიზაცია კვირის განმავლობაში 20. 000 000 დოლარით არის შემცირებული.