კალიფორნიის შტატის ასამბლეა კრიპტოვალუტის რეგულირებისთვის კანონპროექტი შეიმუშავა
კალიფორნიის შტატის ასამბლეამ მიიღო კანონპროექტი კრიპტოვალუტების ლიცენზირებისა და რეგულირებისთვის. კალიფორნიის შტატის ასამბლეის კანონმდებლებმა მიიღეს ციფრული ფინანსური აქტივების კანონი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც AB 2269. კანონპროექტი ახლა შტატის გუბერნატორის, გევინ ნიუსომის, ხელშია, რომელსაც იგი ან აამოქმედებს ან ვეტოს დაადებს. ეს კანონპროექტი მოითხოვს, რომ ციფრული ვალუტების ბირჟებს და კრიპტო კომპანიებს ჰქონდეთ მუშაობის ლიცენზია, რომელიც გაცემულია კალიფორნიის შტატის…