დონალდ ტრამპმა ცხრა ჩინური გადახდის პროგრამის გამოყენება აკრძალა

0
531

პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მხოლოდ ორი კვირა დარჩა თანამდებობაზე ყოფნის, მაგრამ მაინც მოახერხა ახალი აღმასრულებელი ბრძანების გაცემა, რომელიც მიზნში იღებს ჩინურ საგადახდო კომპანიებს.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთთან სავაჭრო ომი ქვეყნის ციფრული გადასახადების ინდუსტრიაზე ზეგავლენას ახდენს.

სამშაბათს გამოქვეყნებული ამ ბრძანებულების მიხედვით შეერთებული შტატების მოქალაქეებს ან აშშ–ში ამჟამად მცხოვრებ პირებს ეკრძალებათ, გამოიყენონ ცხრა ჩინური გადახდის პროგრამა.

აკრძალვაში მოხვდენენ შემდეგი კომპანიები: AliPay, CamScanner-ი, QQ Wallet-ი, SHAREit-ი, Tencent QQ-ი, VMate-ი, WeChat Pay და WPS Office-ი. აღმასრულებელი ბრძანება ძალაში შევა 45 დღეში. ამ დროისთვის კი დონალდ ტრამპი ოვალურ კაბინეტში აღარ იქნება.

შეგახსენებთ რომ, რამდენიმე დღის წინ მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩინეთის ცენტრალური ბანკი ჰონგ-კონგის სავალუტო ორგანოსთან ციფრული იუანის საპილოტე პროგრამის საკითხზე თანამშრომლობას იწყებდა.

ჩინეთის ცენტრალური ბანკი და ჰონგ-კონგის სავალუტო ორგანო არიან ციფრული იუანის პილოტირების საწყის ეტაპებზე ტრანსსასაზღვრო გადასახადების გადასაცემად.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი