აშშ-ს ციფრული ვალუტის სექტორს კიდევ ერთი ბირჟა დაემატა

0
947

უზარმაზარი მარკეტინგული ძალისხმევის შემდეგ, Crypto.com-ი სერვისების მიწოდებას აშშ-ს მომხმარებლებისთვის პირველად იწყებს.

განცხადებაში Crypto.com-მა აღნიშნა, რომ ბირჟა მოლოდინის რეჟიმში მყოფი კლიენტებისათვის უკვე ხელმისაწვდომია.

ამჟამად მომსახურების მიღება მხოლოდ ინსტიტუციურ ინვესტორებს შეუძლიათ. თუმა პარალელურად ბირჟა ასევე იწვევს შეერთებულ შტატებში დაფუძნებულ ინსტიტუციონალურ ინვესტორებს, შეუერთდნენ მათ “მომლოდინეთა სიას“ და ისარგებლონ პლატფორმით.

ბირჟის სტანდარტული სერვისების გარდა, Crypto.com-მა ასევე აღნიშნა, რომ მის VIP მომხმარებლებს ექნებათ წვდომა სხვადასხვა ღონისძიებასა და ექსკლუზიურ ფორუმზე.

„მოხარული ვარ, რომ აშშ-ში ჩვენი სერვისებით პროფესიონალი ტრეიდერები ისარგებლებენ. Crypto.com-ი მხარს დაუჭერს აშშ-ს ინსტიტუციონალურ ინვესტორებს საწყის ეტაპზე. ასევე მოუთმენლად ველით, რომ ის ყველასთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ”,- განაცხადა Crypto.com-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, კრის მარსზალეკმა.

დირექტორმა ასევე აღნიშნა, რომ ბირჟა მუშაობს იმისთვის, რათა სულ მალე უფრო და უფრო მეტი ადამიანისთვის გახდეს ხელმისაწვდომი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი