აშშ-ს შემოსავლების სამსახური კრიპტო ტრანზაქციების ანალიზს მოითხოვს

0
759

ამერიკის შეერთებული შტატების შემოსავლების სამსახური თავისი საგამოძიებო შესაძლებლობების გაფართოებას ცდილობს, რათა გამოამჟღავნოს კრიპტო თაღლითური გარიგება და მასთან დაკავშირებული სხვადასხვა ქსელი.

ივნისის ბოლოს აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული განცხადება, ცხადყოფს, რომ ქვეყნის შემოსავლების სამსახური გარკვეული ტრანზაქციების ანალიზს კატეგორიულად მოითხოვს.

აღსანიშნავია, რომ შემოსავლების სამსახურის მოთხვნა ნამდვილად არ არის უსაფუძვლო.

ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ გავრცელდა გამოძიების ფედერალური ბიუროს განცხადება, რომლის მიხედვითაც, კორონავირუსის გავრცელების ფონზე მოსალოდნელი იყო კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული თაღლითური საქმიანობის რაოდენობის ზრდა.

პრესრელიზში FBI-მ მოსახლეობა გააფრთხილა, რომ კრიპტოვალუტის თაღლითობასთან დაკავშირებული სქემების ზრდა ზიანს მიაყენებდა ციფრული ვალუტით დაინტერესებულ პირებს.

”მთელ მსოფლიოში არა მხოლოდ უამრავი ციფრული აქტივების სერვისის მიმწოდებელი არსებობს, არამედ ათასობით კრიპტოვალუტის აპარატია განთავსებული, რომლებსაც კრიმინალები საკუთარი დანაშაულებრივი საქმიანობისთვის იყენებენ”,- აღნიშნული იყო გამოძიების ფედერალური ბიუროს განცხადებაში.

ცნობილი გახდა, რომ კიბერდანაშაულის შესახებ მიღებული ინფორმაციის მიხედვით, კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული დანაშაული COVID-19–ის პანდემიის ფონზე სამჯერ გაიზარდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი