აშშ-ს მარეგულირებელი კრიპტო მომხმარებელს გადასახადების გადახდისკენ მოუწოდებს

0
687

აშშ-ს შემოსავლების სამსახურმა განაცხადა, რომ საგადასახადო სააგენტომ დაიწყო წერილების გაგზავნა კრიპტოვალუტის ამერიკელი მფლობელებისთვის.

სააგენტო მომხმარებლებს გადასახადების გადახდას ურჩევს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, აგვისტოს ბოლოს კიდევ 10.000 მომხმარებელი მიიღებს მსგავსი ტიპის წერილს.

ორგანიზაციის განცხადებაში, ნათქვამია, რომ წერილები გადაეგზავნება ყველა გადასახადის გადამხდელს, რომელიც მონაწილეობს ციფრულ სავალუტო ტრანზაქციებში.

მარეგულირებელი სარეკომენდაციო წერილებს ”საგანმანათლებლოს” უწოდებს. სააგენტოს მხრიდან ეს უბრალოდ მოწოდებაა იმის შესახებ, რომ ამერიკის მოქალაქეებმა გადასახადები ყოველგვარი შეფერხების გარეშე გადაიხადონ.

”გადასახადის გადამხდელებმა სერიოზულად უნდა მიიღონ ეს წერილები. ამასთანავე, კარგი იქნება თუ გადახედავენ თავიანთ საგადასახადო ისტორიას და, საჭიროებისამებრ, გადაიხდიან გადასახადებს და ჯარიმებს.

მომხმარებლებმა უნდა იცოდეს, რომ მარეგულირებლის უფლებამოსილება გაფართოვდა. ეს კი ნიშნავს, რომ გაიზარდა მონაცემებზე წვდომაც. ჩვენ ფოკუსირებული ვართ კანონის აღსრულებაზე და გადასახადის გადამხდელებს ვეხმარებით თავიანთი ვალდებულებების სრულად გაგებასა და შესრულებაში”,- განაცხადა მარეგულირებელი ორგანოს წარმომადგენელმა ჩაკ რეტიგმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი