ინდოეთი კრიპტოვალუტას სავარაუდოდ აკრძალავს

0
1340

ინდოეთის მთავრობა ციფრული ვალუტის აკრძალვას ისევ განიხილავს. რამდენიმე დღის წინ მთავრობამ კრიპტოვალუტის აკრძალვის შესახებ რეკომენდაცია გამოსცა.

ამის შესახებ ინფორმაციას “როიტერი” ავრცელებს.

საკითხის განხილვის დროს მთავრობამ კონკრეტული ადამიანებისგან მიიღო რჩევა, რომ კრიპტოვალუტა აიკძრალოს და ციფრული ვალუტით განხორციელებული ნებისმიერ ტრანზაქციაზე სანქციები დაწესდეს.

“როიტერის” ცნობით, ამ ეტაპზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მთავრობის წარმომადგენლებმა ჯერ კონსულტაცია უნდა გაიაროს ფინანსურ მარეგულირებელთან.

უნდა აღინიშნოს, რომ ცოტა ხნის წინ ინდოეთის ფინანსთა მინისტრმა ანურაგ თაკურამ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს კანონი ინდოეთში, რომელიც კრიპტოვალუტის გამოყენებას აკრძალავდა.

მინისტრის ეს განცხადება მოჰყვა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ინდოეთში ციფრული ვალუტის აკრძალვის შესახებ.

ინდოეთში კრიპტოვალუტის შესაძლო აკრძალვას ტექ.-ინვესტორი ტიმ დრეიპერიც გამოეხმაურა. მან Twitter-ზე ინდოეთის მთავრობის ამ გადაწყვეტილებაზე კრიტიკული პოსტი გამოაქვეყნა.

“ინდოეთის მთავრობამ აკრძალა ბიტკოინი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს კეთილდღეობა ქვეყანაში”,- დაწერა ტიპ დრეიპერმა Twitter-ზე.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი