კრიპტოვალუტის მიღებამ აფრიკის ქვეყნების მარეგულირებლებს შესაძლოა, პრობლემები შეუქმნას

0
670

აფრიკის კონტინენტზე ციფრული ვალუტის მიღება 2020 წელს საკმაოდ სწრაფი ტემპით მიმდინარეობდა.

ამასთანავე, კრიპტოვალუტის მიმართ გაზრდილმა ინტერესმა აფრიკის ფინანსური მარეგულირებლის ყურადღება მიიპყრო. ამ ფაქტს კი კრიპტო კომპანიები პოზიტიურად არ აფასებენ.

ციფრული ვალუტის სექტორის წარმომადგენლები შიშობენ, რომ თუკი მკაცრი რეგულაციები იქნება დაწესებული, ეს ბიზნესის განვითარებას შეაფერხებს.

Paxful–ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აფრიკა 2020 წელს კრიპტო კომპანიების განვითარების კუთხით საუკეთესო ადგილი იყო.

ჯერ კიდევ 2019 წლის ბოლოს სამხრეთ აფრიკის ფინანსური მეთვალყურეობის ცენტრმა, ეროვნული ფასიანი ქაღალდების ორგანომ, სამხრეთ აფრიკის შემოსავლების სამსახურმა და ქვეყნის სარეზერვო ბანკმა ერთობლივად გამოაქვეყნეს კონსულტაციის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება.

ანგარიშში ნათქვამია, რომ კრიპტო აქტივების მომსახურების მიმწოდებლები ვალდებულნი არიან ფულის გათეთრების საწინააღმდეგო ზომები მიიღონ.

ეს კი ნიშნავს იმას, რომ კომპანიებმა უნდა განახორციელონ კლიენტების მონიტორინგი, გააკეთონ თავიანთი საქმიანობის ჩანაწერები და საეჭვო და უჩვეულო ოპერაციების შესახებ მოამზადონ ანგარიშები.

ამ ანგარიშებში ასევე უნდა შევიდეს 25.000 სამხრეთ აფრიკულ რენდით განხორციელებული ტრანზაქციის შესახებ ინფორმაციაც.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი