აშშ-ს რამდენიმე შტატის სარეზერვო ბანკი კრიპტოვალუტის მიმართ სკეპტიკურადაა განწყობილი

0
974

ატლანტის ფედერალური სარეზერვო ბანკის პრეზიდენტმა რაფაელ ბოსტიკმა კრიპტოვალუტაში ინვესტიციებთან დაკავშირებით, უარყოფითი პოზიცია დააფიქსირა.

ამის შესახებ სარეზერვო ბანკის პრეზიდენტმა Hope Global Forums-ის მიმდინაროებისას განაცხადა.

“ნუ გააკეთებთ ამას … ისინი (კრიპტოვალუტა) სპეკულაციური ბაზარია. კრიპტოვალუტა არ არის ვალუტა. თუ თქვენ გაქვთ ფული, რომელიც ნამდვილად გჭირდებათ არ დააბანდოთ ამ ბაზარში”, – განაცხადა რაფაელ ბოსტოკმა.

რაფაელ ბოსტიკი მარტო არ არის ფედერალური სარეზერვო ბანკების ლიდერთა შორის, ვინც კრიპტოვალუტის მიმართ მაგალითად, როგორიც არის ბიტკოინი, სკეპტიკურად არის განწყობილი.

იანვარში, ჩიკაგოს ფედერალური სარეზერვო ბანკის პრეზიდენტი ჩარლზ ევანსი ამტკიცებდა, რომ ბიტკოინი არ ჰგავს ფულს და, რომ ბიტკოინის ინვესტორების მოქმედებები ზვიგენებთან ცურვას ჰგავს, კრიპტოვალუტის ანონიმური ბუნებიდან გამომდინარე.

ნილ კაშკარმა კი, მინეპოლისის ფედერალური სარეზერვო ბანკის პრეზიდენტმა განაცხადა: “მე ვფიქრობ, რომ ეს ცოტა Beanie Babies ჰგავს”.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ს შემოსავლების სამსახური კრიპტოვალუტას ქონებად განიხილავს, რომელიც ფედერალური კანონმდებლობის თანახმად, დაბეგვრას ექვემდებარება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი