მაიკლ მორო: მოსალოდნელია, რომ ბიტკოინის ფასი 3.000 დოლარამდე შემცირდეს

    მაიკლ მორომ, რომელიც არის კრიპტოვალუტების სავაჭრო კომპანიების Genesis-ის აღმასრულებელი დირექტორი, განაცხადა, რომ ბიტკოინის ფასი შესაძლოა, 3.000 დოლარის ნიშნულზეც კი აღმოჩნდეს.

    CNBC-სთან ინტერვიუს დროს მან აღნიშნა, რომ ბიტკოინი თავისი ღირებულების 30%-ს დაკარგავს, რასაც მოჰყვება კრიპტოვალუტის ფასის შემცირება 3.000 დოლარამდე.

    როგორც კრიპტოვალუტის ტრეიდერები აცხადებენ ინვესტორები, რომლებიც დაინტერესებულები არიან ამ ბიზნესით მწვავედ განიცდიან ბიტკოინის ფასის შემცირებას.

    “ეს არის მეხუთე ან მეექვსე 75%-იანი ვარდნა, რომელიც ჩვენ ვიხილეთ ბიტკოინის შექმნიდან 10 წლის განმავლობაში. მე არ მჯერა, რომ ინსტიტუციალური ინვესოტორები 2018 წლისთვის რამეს შეცვლიან, რადგან მათი მიზნები უფრო გრძელვადიანია და ის 3-დან 5 წლამდე პერიოდს მოიცავს”,- აღნიშნა მაიკლ მორომ.

    შეგახსენებთ, რომ Galaxy Digital-ის დამფუძნებელი, მაიკ ნოვოგრაცი მთელ იმედებს სწორედ ინსიტუციონალურ ინვესტორებზე ამყარებს. ნოვოგრაცის აზრით, ციფრული ვალუტების ფასების ზრდას ინსიტუციონალური ინვესტორები ხელს შეუწყობენ.

    Leave a Reply

    Your email address will not be published. Required fields are marked *