30 ივნისს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

    სამშაბათს, 30 ივნისს ციფრული ვალუტის ბაზარი წინა დღესთან შედარებით სტაბილურად გამოიყურებოდა. დღის განმავლობაში ფასების მატებაც დაფიქსირდა.

    ბიტკოინის კურსმა ბოლო 24 საათის განმავლობაში თითქმის 0.50%-ით მოიმატა. კრიპტოვალუტის ფასის ნიშნული ძირითადად 9.090-სა და 9.114 დოლარის შორის მოძრაობდა.

    კვირის განმავლობაში ბიტკოინის კურსი დაახლოებით 9.041 დოლარიდან 9670 დოლარის ფარგლებში მერყეობდა.

    ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ ბაზარზე ბიტკოინის დომინირების მაჩვენებელი 64.7%-ს შეადგენდა.

    რაც შეეხება ეთერიუმს: ალტკოინის ფასი უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში თითქმის 2%-ით არის მომატებული. უნდა აღინიშნოს, რომ ეთერიუმის ფასი 228 დოლარის ფარგლებში განაგრძობდა მოძრაობას.

    კვირის მანძილზე ეთერიუმის კურსი 219 დოლარსა და 248 დოლარს შორის მერყეობდა.

    შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 30 ივნისს, დღის მეორე ნახევარში, კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 260.4 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

    Leave a Reply

    Your email address will not be published. Required fields are marked *