CoinSwitch-ის აღმასრულებელი დირექტორი: ინდოეთში კრიპტოვალუტის აკრძალვის შანსი დაბალია

0
1324

ინდოეთის კრიპტო სექტორში კვლავ არ წყდება ციფრული ვალუტის შესაძლო აკრძალვის შესახებ მსჯელობა. ფაქტი, რომ კრიპტოვალუტა სრულად აიკრძალოს საკმაოდ რეალურია. ამასთანავე, აქტუალური გახდა აკრძალვის შემდეგ კრიპტოვალუტის გამოყენების მოსალოდნელი შემთხვევები.

იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში ციფრული ვალუტა აიკრძალა, მაგრამ მას მაინც ვინმე გამოიყენებს ეს დანაშაულად მიიჩნევა და პირს 10 წლით თავისუფლება აღეკვეთება.

ინდოეთში დაფუძნებული კრიპტოვალუტის ბირჟის, CoinSwitch-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ეშიშ სინგალმა მედიასთან საუბრის დროს აღნიშნა, რომ მთავრობის შანსები ციფრული ვალუტის აკრძალვის შესახებ არცთუ მაღალია.

მისი თქმით, 2019 წელს, როდესაც კანონპროექტი შემოთავაზებულ იქნა, აკრძალვის შესაძლებლობა მაღალი იყო, რადგან ცენტრალური ბანკი ციფრული ვალუტის სექტორს მხარს არ უჭერდა.

წელს ყველაფერი სხვაგვარადაა. მარტის თვეში უზენაესი სასამართლომ კრიპტოვალუტის საბანკო აკრძალვა გააუქმა, რასაც მოჰყვა ცენტრალური ბანკის განმარტება, რომ ფინანსურ ინსტიტუტებს აღარ ეკრძალებოდათ კრიპტოვალუტით პირებისთვის მომსახურების გაწევა.

”ახლა, კანონპროექტის შემოთავაზებულ პროექტში აკრძალვის დაბალი ალბათობაა. მთავრობაში არიან ჭკვიანი ადამიანები, რომლებიც გადადგამენ სწორ ნაბიჯებს, ვიდრე უბრალოდ კრიპტოვალუტას აკრძალავდნენ”,- აღნიშნა CoinSwitch-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი