2 დეკემბერს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

    ოთხშაბთს, 2 დეკემბერს ციფრული ვალუტის ბაზრის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა.

    ბიტკოინის ფასი 19.000 დოლარს მნიშვნელოვნად ასცდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში ბიტკოინის კურსის ნიშნული 2.08%-ით არის მომატებული.

    ამ ეტაპზე კი ბიტკოინის ფასი 19.248 დოლარის ფარგლებში მერყეობს. ბოლო 7 დღის განმავლობაში კრიპტოვალუტის კურსი 3.30%-ით არის გაუმჯობესებული.

    ბაზარზე ბიტკოინის დომინირების მაჩვენებელი კი 62.4%-ს შეადგენს.

    რაც შეეხება ეთერიუმს: უნდა აღინიშნოს, რომ ეთერიუმის ფასის მაჩვენებელი ნელ-ნელა 600 დოლარის ნიშნულს უახლოვდება.

    ალტკოინის ფასმა 1.42%-ით მოიმატა. ეთერიუმის კურსი კი 598 დოლარზე დაფიქსირდა. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ეთერიუმის ღირებულება 6.82%-ით არის გაუმჯობესებული.

    მოსალოდნელია, რომ დღის ბოლომდე, თუკი ეთერიუმმა ზრდის ტენდენცია არ შეაჩერა, ეთერიუმის ფასი 600 დოლარის დონეს ასცდეს.

    შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის ციფრების თანახმად, 2 დეკემბერს, კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 573 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

    Leave a Reply

    Your email address will not be published. Required fields are marked *