ბიტკოინის ფასი შესაძლოა, 33.000 დოლარამდე შემცირდეს

    ანალიტიკოსების მოსაზრებით ბიტკოინისთვის რთული პერიოდი დაიწყო. ოთხშაბათს კრიპტოვალუტის ფასმა 9.000 დოლარით დაიწია. ეს კი ნიშნავს, რომ ფასი 35.000 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა.

    დღის განმავლობაში ციფრული ვალუტის ფასმა 18%-ით დაიწია. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კი ბიტკოინის კურსის კლების მაჩვენებელი დაახლოებით 38%-ია.

    თუკი კრიპტოვალუტის ფასმა კლების ტენდენცია განაგრძო მომდევნო დონე 33.000 დოლარი იქნება.

    19 მაისს ბიტკოინის საბაზრო წილი 42.3%-ს შეადგენდა.

    რაც შეეხება ეთერიუმს: ფასის მნიშვნელოვანი კლება ალტკოინმაც განიცადა. დღეს ეთერიუმის ფასი 2.400 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა.

    უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში ეთერიუმის ფასი თითქმის 25%-ით შემცირდა. ბოლო შვიდი დღის განმავლობაში კი ალტკოინის კურსი დაახლოებით 44%-ით არის შემცირებული

    შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 19 მაისს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით ტრილიონ 557 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

    Leave a Reply

    Your email address will not be published. Required fields are marked *